ბელგიის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კლუბმა, “ლოკერენმა”, გაკოტრების შესახებ გამოაცხადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც კომერციულმა სასამართლომ, 5-მილიონიანი დავალიანების შემდეგ, კლუბი გაკოტრებულად სცნო. მეპატრონეები ფეხბურთელებსა და პერსონალს ხელფასებს ვეღარ უხდიდნენ – გვამცნობს Het Laatste Nieuws.
2019 წელს “ლოკერენი” ქვეყნის პირველ დივიზიონში გავარდა, თუმცა ჯერ კიდევ 2014-ში ბელგიის თასი მოიგო და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ითამაშა.
2002 წელს “ლოკერენი” ინტერტოტოს თასზე ჩვენს “ვიტ ჯორჯიას” შეხვდა და ორი მატჩის ჯამში (3:1, 2:3) დაამარცხა.