“იუვენტუსის” არგენტინელმა ვარსკვლავმა, პაულო დიბალამ, რომელიც თავის მეგობარ გოგონა ორიანა საბატინისთან ერთად კორონავირუსით იყო დაავადებული, ჟურნალისტებს თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უამბო.
„ყველაფერი კაგადაა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა, რაც მე და ორიანა გამოვჯანმრთელდით. იტალიიდან გასვლა არ შეიძლება, სხვა რა გზაა, შინ ვსხედვართ. თუმცა მოსაწყენად არ გვცალია. ყოველთვის გამოვნახავთ ხოლმე რაღაც გასართობს. თან ყოველდღიურად ვვარჯიშობთ.“ – უთხრა დიბალამ La Gazzetta Dello Sport-ს.