ფიფას ყოფილმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა მედიასთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემია ფეხბურთს უქმნის.
ბლტერის აზრით, შესაძლოა, მისმა მემკვიდრე ჯანი ინფანტინომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 32-დან 48-მდე გაზარდოს. ეს გარკვეულწილად შეკვეცავს საკვალიფიკაციო ეტაპისთვის საჭირო დროს, რაც დღევანდელ ვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ბლატერმა ურჩია ინფანტინოს, არ აჰყვეს ცდუნებას, რადგან ჯერჯერობით ფინალური ეტაპის ფორმატის ამგვარად გაფართოება ნაადრევია.
ექსპრეზიდენტი გამოეხმაურა დაპაუზებული ერივნული ჩემპიონატების თემასაც და იმედი გამოთქვა, რომ ტურნირები უმაყურებლოდ, მაგრამ მაინც ჩამთავრდება.