„სქაი იტალიას” ცნობით, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა „ბარსელონასა” და „ნაპოლის” შორის, 8 აგვისტოს გაიმართება. თარიღი ცხადია წინასწარია, კიდევ გადამოწმდება, მაგრამ მთავარია, რომ ორიენტირი უკვე არის.
შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია საპასუხო მატჩზე, რომელიც „კამპ ნოუზე” უნდა გაიმართოს. პირველი თამაში ნეაპოლში 1:1 დამთავრდა.
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ უეფას, თითქოსდა, ევროთასების განახლების თვედ აგვისტო დაუთქვამს.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 29 აგვისტოს სტამბოლში გაიმართებაო.


![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



