მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ 100 მილიონი დოლარის ოდენობის ფონდი ჩამოაყალიბა, რომელიც კორონავირუსით დაზარალებულ სარაგბო კავშირებსა და ფედერაციებს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება.
„შემუშავებული სტრატეგია მხარდაჭერას გაუწევს პროფრსიულ კავშირებს, რომელთაც შექმნილ ვითარებაში დაფინანსება ჰაერივით სჭირდებათ. ფონდი შეიქმნა იმისთვის, რათა სარაგბო ორგანიზაციებმა არსებობა გააგრძელონ და ახლო მომავალში სპორტული ღონისძიებებიც გამართონ. ამასთან, World Rugby დახმარების ხელს გაუწვდის „ექვსი ერისა“ და „რაგბი ჩეპიონშიპის“ მონაწილეებს. ევროპის 6 წამყვან სარაგბო ერს და სამხრეთ ნახევარსფეროს 4 ბობოლას შევთავაზებთ მომსახურებათა პაკეტს, რომელიც შეიცავს ავანსსა და კრედიტს“, – ნათქვამია „მსოფლიო რაგბის“ პრეზიდენტ ბოლ ბომონტის ოფიციალურ განცხადებაში.
გარდა ამისა, ორგანიზაცია განიხილავს შეჯიბრებათა განახლების სცენარებს და მათ შორის ისეთებიცაა, რომელთა გათვალისწინებით გამოირიცხება სხვადასხვა ნახევარსფეროებში მდებარე ქვეყნების ნაკრებთა ტესტ-მატჩები, ხოლო უარეს შემთხვევაში წლევანდელი ტესტები შესაძლოა საერთოდაც გაუქმდეს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ საქართველო კვლავაც World Rugby-ს ყურადღების მიღმაა დარჩენილი. ყოველ შემთხვევაში, ბომონტის ვრცელ განცხადებაში ჩვენი ქვეყანა ირიბადაც არაა ნასენები…