უემბლი - ვიკიპედიაინგლისში აქტიურად ვრცელდება სხვადახვა ვარიანტი საფეხბურთო ცხოვრების გაგრძრლებასთან დაკავშირებით. ყველაზე სარწმუნო ვერსიას კი ბრიტანული Telegraph-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, პრემიერლიგა ივნისის დასაწყისში უნდა განახლდეს და სულ რაღაც 35 დღეში დასრულდეს. მატჩების რაოდენობა არ შემცირდება, უბრალოდ გუნდები ყოველ სამ დღეში ერთხელ ითამაშებენ, ანუ კვირაში ორ მატჩს ჩაატარებენ, თანაც დახურულ კარს მიღმა.
არსებობს ვერსია, რომ შეხვედრები ნეიტრალურ მოედნებზე გაიმართოს. ამისთვის ორი სტადიონი სახელდება: „უემბლი”და „სენტ ჯეიმს პარკი“.
გუნდების უმეტესობას 9 მატჩი აქვს დარჩენილი, ზოგიერთს კი 10. ყველაფრის ჩამთავრებას 5 კვირა დასჭირდება, თანაც არ უნდა დავივიწყოთ ასოციაციის თასისა და ევროტურნირების დასკვნითი შეხვედრები.
ინგლისურ კლუბებს გერმანული მოდელიც მოსწონთ, რომლის მიხედვითაც მწვრთნელები 5-5 ფეხბურთელით დაკომოლექტებულ ჯგუფებს ავარჯიშებენ.
გათამაშების შეწყვეტამდე, ინგლისური ფეხბურთის ელიტას „ლივერპული“ დამაჯერებლად ლიდერობდა და ისტორიაში პირველ პრემიერლიგის ტიტულამდე 6 ქულა აშორებდა.