ყველა ხუმრობა ხუმრობა არ არის და რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა შამილ ტარპიშევმა ეს საკუთარ თავზე იწვნია.
პოპულარულ გადაცემა „საღამოს ურგანტში“ სტუმრობისას წამყვანმა ივან ურგანტმა ტარპიშევი მარტივ პროვოკაციაზე წამოაგო: „მე ვიყავი ოლიმპიადაზე, როდესაც ჩვენი მაშა შარაპოვა იმ ამერეკილებიდან ერთ-ერთს ეთამაშებოდა. აი, იმათგან…“. ტარპიშევმა არ დაახანა და მისი აზრით მოსწრებულად იხუმრა: „ძმები უილიამსებიდან?“
ქალთა ჩოგბურთის ასოციაციის შეფებს იუმორის გრძნობა არ აღმოაჩნდათ და ეს სიტყვები სერენა და ვინუს უილიამსების შეურაცხყოფად ჩაუთვალეს. შამილ ტარპიშევს ერთი წლით აეკრაძალა WTA-ს ეგიდით ტურნირებზე გამიჩენა და 25 ათასი დოლარის გადახდაც დაეკისრა.