![](https://scontent.ftbs4-1.fna.fbcdn.net/v/t1.6435-9/93013198_3002714776507580_5225284597025079296_n.jpg?_nc_cat=106&_nc_sid=b96e70&_nc_ohc=Ibp53ZPnxhoAX87j4dG&_nc_ht=scontent.ftbs4-1.fna&oh=63ff2814d6ecaa2059dabb0db5de4a5e&oe=5EBA93AA)
ამ გეგმის თანახმად, მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინ გაიმართება. ლიგის ბოსების ამ გეგმას ორშაბათს 45 ფანკლუბის ერთობლივი განცხადება მოჰყვა. მას ხელს პსჟ-ის, “ბორდოს”, “ნანტის”, “სენტ-ეტიენის”, “რენის”, “სტრასბურის” და სამი უმაღლესი დივიზიონის წარმომადგენელი კლუბების ფანკლუბების ლიდერები აწერენ.
“შეუძლებელია ფეხბურთის ნაადრევად დაბრუნება. ის დაბრუნდება მაშინ, როცა დაცული იქნება სანიტარული და სოციალური ნორმები. ფეხბურთი ნებიამიერ ფასად – ეს არის სამარცხვინო ფეხბურთი, რომელსაც არ აქვს მომავალი” – ნათქვამია განცხადებაში.
ორმა უმსხვილესმა არხმა უკვე შეუჩერა ლიგას ტელეუფლებების კონტრაქტით გათვალისწინებული გადარიცხვები. ფანები ამის გამო სდებენ ბრალ ლიგას, რომ მის ბოსებს მხოლოდ ფული ადარდებთ, ფეხბურთელთა ჯანმრთელობა კი მეორეხარისხოვანია.
ხელმომწერთა შორის ვერ ვხედავთ “მარსელის” და “ლიონის” წარმომადგენლებს. ეს მარტივი ასახსნელია – პსჟ ხომ მათი კლუბების მარადი მტერია.