ესპანეთში, კერძოდ ბარსელონაში, საფეხბურთო აქტივობა 13 მარტს შეჩერდა, მაგრამ არა ონლაინ. კორონავირუსმა, მოგეხსენებათ, მოთამაშეები შინ ჩაკეტა და იქ ავარჯიშებს ინდივიდუალური პროგრამით. საბედნიეროდ, ლა ლიგის ფეხბურთელებს სავარჯიშო ფართობი შინაც ჰყოფნით და ეზოშიც.

„ბარსამ” გადაწყვიტა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს ინტერნეტ კონფერენციებიც დაამატოს და ამით გუნდური სულისკვეთება შეინარჩუნოს. თან, ეს ამბავი ფანებსაც გაუზიარა. გულშემატკივარმა ნახა, რომ ფეხბურთელები ვირტუალურად, მაგრამ მაინც ერთად არიან.

მწვრთნელი კიკე სეტიენი ჩაერთო მარკ-ანდრე ტერ შტეგენს, ლეო მესის, სერჯიო ბუსკეტსს, ანტუან გრიზმანს, ლუის სუარესს და სხვებს. ისინი რიგრიგობით ლაპარაკობდნენ და ინდივიდუალურ საწვრთნელ პროგრამებზე თავიანთ შენიშვნებს გამოთქვამდნენ.