აბა, სად ჭადრაკი და სად ხელჩართული ჩხუბი? თურმე, ასეც ხდება და თანაც საერთაშორისო ტურნირზე.
უკრაინელი ანასტასია რახმანგულიევას მწვრთნელმა ჩათვალა, რიმ მისი ოპონენტი ვლადიმირ საკუნის ქცევა უპატივისმცებლობის გამომხატველი იყო და…
თავში ჭადრაკის დაფა გადაარტყა. ბუნებრივია, ემოციური მწვრთნელი ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.
მესაყვირეობიდან პრეზიდენტობაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი სპორტის თავგადაკლული ქომაგობით იყო ცნობილი და არც ერთ მასშტაბურ ღონისძიებას არ აცდენდა.
სპორტისადმი მისი სიყვარული იმიჯმეიკერებმა საარჩევნო კამპანიის დროსაც მაქსიმალურად გამოიყენეს.
არადა, რეალურ ცხოვრებაში მომავალი პრეზიდენტი სპორტისთვის მეტისმეტად უნიჭო აღმოჩნდა. რომელიმე გუნდში მოხვედრას ვინ ჩივის – სკოლის საფეხბურთო გუნდის მხარდამჭერთა ჯგუფში დიდი ხვეწნის შემდეგ აიყვანეს და იქაც მხოლოდ საყვირში ჩაბერვა ანდეს.
მოცურავე კინაღამ დაიხრჩო
2000 წლის ოლიმპიური თამაშების მოცურავეთა შეჯიბრებისას ეკვატორულმა გვინეამ „ველური ბარათით“ წარადგინა მონაწილე უმთავრეს სტარტებზე. ერთ-ერთი სპორტსმენი კი კინაღამ დაიხრჩო.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ერიკ მუსამბანიმ ცურვა ოლიმპიადის დაწყებამდე 6 თვით ადრე ისწავლა, 50-მეტრიანი აუზი კი სიდნეიში ჩასვლამდე თვალით არ ენახა.
ამ ისტორიაში ყველაზე კომიკური ის იყო, რომ მუსამბანიმ წინასწარი გაცურვა მოიგო. იმ გაცურვაში მხოლოდ 3 მონაწილე იყო, რომელთაგან ორი ცრუსტარტისთვის მოხსნეს, მუსამბანი კი ოლიმპიადების ისტორიაში უცუდესი შედეგით გავიდა მერვედფინალში.
გაძევება მე-11 წამზე
თურქეთის ჩემპიონატის მორიგი ტურში ერთმანეთს „ქონიასფორი“ და „მალათიასფორი“ ხვდებოდნენ. ბურთი თამაშში სტუმრებმა შეიყვანეს და გრძელი პასით ფორვარდი გარღვევაზე გაიყვანეს. მასპინძელთა მეკარე სერქან კირინტილი კარიდან გამოვარდა, მაგრამ ბურთის ტრაექტორია ვერ გათვალა.
როცა სერქანი შეცდომას მიხვდა, უკვე საჯარიმოს გარეთ იყო და სხვა აღარაფერი დარჩენოდა – მეკარისებურადვე ხელით მოიგერია. გამოცდილი მეკარე არც დალოდებია მსაჯის რეაქციას, ხელთათმანები გაიძრო და გასახდელის გზას დაადგა. მსაჯმა წითელი ბარათი ზურგში დაადევნა.
შეხვედრის დაწყებიდან სულ 11 წამი იყო გასული…