სანაძლეო – სწორედ ასე თუ მოვნათლავთ შეთავაზებას, რომელიც ლონდონის „არსენალის“ ხელმძღვანელობამ ფეხურთელებს წერილობით დაუგზავნა. საუბარია ხელფასის 12,5 პროცენტით შემცირებაზე მომავალი წლის მარტის ჩათვლით. ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შემთხვევაში სრულად დაიბრუნებენ ამ თანხას, ევროპის ლიგაში მოხვედრით მხოლოდ ნახევარს და ევროსაგზურის გარეშე დარჩენისას – არაფერს.
ფეხბურთელებმა შემხვედრი სამპუნქტიანი პირობა წამოაყენეს:
1. წავლენ ხელფასების შემცირებაზე, თუ ეს არ იქნება მიბმული სპორტულ შედეგებთან და თანხა შემდგომში დაუბრუნდებათ.
2. იძულებით შვებულებაში არ გაუშვებენ არავის კლუბის პერსონალიდან.
3. ზაფხულში გუნდიდან წასულ ფეხბურთელებს სრულად დაუბრუნდებათ უკვე დაქვითული ფული.
მესამე პუნქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, ობემეიანგი, რომელსაც წასვლას უწინასწარმეტყველებენ, თვეში თითქმის მილიონს იღებს და დაქვითვითაც გვარიანად დაექვითება.
მეორე ფაქტორი ისაა, რომ ამ დაქვითვით კლუბი დაზოგავს, ქვეყნის ბიუჯეტი კი იზარალებს – ფეხბურთელებს ხომ შემცირებული ხელფასიდან მოუწევთ საშემოსავლო გადასახადის გადახდა. მესამე ფაქტორი ისაა, რომ ევროპის ლიგაში გასვლის შემთხვევაშიც კი კლუბი ჩემპიონთა ლიგაში გაუსვლელობით ფეხბურთელების 25 მილიონი გირვანქის “ექსპროპრიაციას” ახდენს. არადა, ამ დროისთვის „არსენალი“ მეცხრეა, ევოპალიგის ზონას 5 ქულით ჩამორჩება, ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე კი 8 ქულა აშორებს.