
ამავე გეგმის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატები არაუგვიანეს ივნისის შუა რიცხვებისა უნდა განახლდეს და ივლისის ბოლომდე დასრულდეს.
აპრილში უეფამ ევროტურნირები უვადოდ გადადო და გაჩნდა ვარაუდი, რომ ევროთასები შემოდგომით დაგვიბრუნდებოდა.
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა უკვე დააფიქსირა პოზიცია, რომ სექტემბრისთვის ამ საქმის გადადება გამოუსწორებლად აზარალებს მომავალი სეზონის კალენდარსაც.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ზემოთ მოყვანილი გრაფიკი უეფაში ყველაზე ოპტიმისტურად, შესაბამისად კი პრიორიტეტულად ითვლება.