
ინგლისური მედია ირწმუნება, რომ ერთ-ერთი რეალური ვერსია, რომელზეც საფეხბურთო ასოციაციაში აქტიურად მუშაობენ, მატჩების სარიელი ტრიბუნების წინ ჩატარებაა.
ინგლისში მიაჩნიათ, რომ აჯობებს 2021 წლამდე, ვიდრე მდგომარეობა სრულად არ დასტაბილურდება, მატჩები უმაყურებლოდ გაიმართოს.
ასე თუ მოხდა,სეზონი ივნისში განახლდება და ჩვეული ფორმატით, ოღონდ უმაყურებლოდ დასრულდება. ინგლისური გუნდები ტრიბუნიდან ქომაგობას მოკლებულები იქნებიან ახალი სეზონის პირველ ნახევარშიც.
ყველაფერი საბოლოო ჯამში COVID 19-სა და მის გავრცელებაზეა დამოკიდებული, რომლისგანაც ბრიტანეთის მასშტაბით უკვე 65 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.