რონალდინიო თავისუფალია. ბრაზილიელმა ვარსკვლავმა პარაგვაის ციხე დატოვა, თუმც სასტუმრო „ასინსიონაში“ შიდა პატიმრობაში დარჩება და სამართალდამცავების მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩება. რონალდინიომ საპყრობილეში დაახლოებით ერთი თვე გაატარა – 22 მარტს 40 წლის იუბილეს სწორედ იქ შეხვდა.
შეგახსენებთ, ლეგენდარული ბრაზილიელი ძმასთან ერთად ყალბი საბუთებით პარაგვაის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდა. როგორც ცნობილია, ის ერთ-ერთმა საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია. 2018 წელს კი რონალდინიომ სამშობლოში შაქრის უკანონო წარმოების გამო დაკისრებული ჯარიმა არ გადაიხადა, რის გამოც მას პასპორტი ჩამოერთვა.