„აიაქსის“ სპორტული დირექტორი მარკ ოვერმარსი კატეგორიული იყო: „ასეთ ვითარებაში ჩემპიონატის გაგრძელება ფულზე გაწუწკებას ნიშნავს. ერედივიზია ფაქტობრივად მკვდარია. უეფას და ჩვენი საფეხბურთო კავშირის პოზიცია დონალდ ტრამპის სიტყვებს მაგონებს, ეკონომიკა კორონავირუსზე მნიშვნელოვანიაო. ჩვენი ლიგა იმდენად არ არის დამოკიდებული ტელეკონტრაქტებზე, რიგორც ევროპის უდიდესი ოთხეული. სწორედ ისინი ახდენენ უეფას პრეზიდენტზე გავლენას, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ასობით მილიონის დაკარგვა არ უნდა. გაიღვიძეთ! რა დროს ფეხბურთია? ქვეყანაში დღეში ას კაცზე მეტი იღუპება.“

საკყთარი აზრი დააფიქსირა ჰოლანდიური ფეხბურთის მთავარმა „ობლიკო მორალემ“ – ლუის ვან გაალმა:
„როგორ შეიძლება ჩემპიონად გამოცხადდეს „აიაქსი“, რომელიც „ალკმაარს“ მხოლოდ ბურთების სხვაობით უსწრებს, წინ კი ჩემპიონატის მეოთხედია?!“
ერედივიზიონის ფეხბურთელთა კავშირი და ქვეყნის საფეხბურთო კავშირი კონსულტაციებს გეგმავენ. პროგნოზები ჩემპიონატის დასრულებულად გამოცხადებისკენ იხრება. დღეს პოზიცია შეარბილა უეფას პრეზიდენტმაც და ეს ინგლისურ პრემიერლიგაზე საუბარს მოაყოლა:
„როგორ შეიძლება ჩემპიონი არ გახდეს „ლივერპულ?“ საფეხბურთო მიედანზე გადაწყდება თუ რომელიმე კაბინეტში, ეს აუცილებლად მოხდება. ჩვენ არავის დავმუქრებივართ. უბრალოდ, ყველა ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა პრიორიტეტი მაინც ჩემპიონატების ჩამთავრებაა“