გერმანელმა თავდამსხმელმა ტომას მიულერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა – გვამცნობს მიუნხენური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
მიულერი „ბაიერნის“ აღზრდილია და კლუბში 2000 წლიდან იმყოფება. 2008 წლიდან ის ძირითადი შემადგენლობის წევრია.
„ბაიერნთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი იყო. კლუბსაც ასეთივე განზრახვა ჰქონდა. აქ ცხოვრების ორი მესამედი გავატარე, ამიტომ ეს უბრალოდ ახალი ხელშეკრულება არ არის – ჩვენ ერთმანეთისთვის ვიბრძვით. „ბაიერნი“ ჩემი ცხოვრებაა. მიხარია, რომ კიდევ ორ წეიწადს გავატარებ ამ დიდებულ კლუბში. მერწმუნეთ, თავს არ დავზოგავ,“ – განაცხადა ტომასმა.