მართალია, მთელ მსოფლიოში არათუ რაგბის თამაში, არამედ ჩვეულებრივი ვარჯიშიც შეუძლებელია კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ სიცოცხლე გრძელდება და კლუბები თუ ცალკეული მორაგბეები მომავალზე უკვე დღეს ფიქრობენ. კერძოდ, საფრანგეთის პრო დ2-ის ყველაზე ქართულმა კლუბმა ერთბაშად რამდენიმე მორაგბეს კონტრაქტები დაუდო.
„ორიაკის“ უფროსობის რჩეულთა შორის 23 წლის უკანახაზელი გიორგი გოგოლაძეცაა, რომელიც ამ გუნდის 14 ქართველთაგან ერთ-ერთია. ეს მოთამაშე რაგბის მოყვარულთათვის ცნობილი 2017 წელს გახდა, როცა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ჩვენს ქვეყანაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა. იმ ტურნირზე ამპლუით შუამარბ ან ფულბექს, ერთ-ერთ მატჩში მგეზავადაც მოუწია თამაშმა.
რაც შეეხება „ორიაკს“, ამ გუნდში გოგოლაძე ტოპ 14-ის „მონპელიეს“ ესპუართა გუნდისა და ფედერალ 1-ის „კასტანეს“ გავლით მოხვდა, ესპუართა გუნდში გააგრძელა მოღვაწეობა და ორი მატჩი მთავარ გუნდშიც გამართა – „კოლომიესთან“ და „კარკასონთან“ 80-80 წუთი ითამაშა.
ეტყობა გიორგი გოგოლაძემ ამ მატჩებში დამაჯერებლად ითამაშა, რადგან კლუბმა მასთან თანამშრომლობის 3 სეზონით გახანგრძლივება გადაწყვიტა. ამ სეზონის დასრულებისთანავე გოგოლაძე ე.წ. ჟიფის სტატუსს მიიღებს, რომელიც მას ფრანგ მორაგბეებთან გაათანაბრებს, ანუ ქართველი უცხოელად აღარ ჩაითვლება.
მოკლედ, გიორგი გოგოლაძემ თავისი ბედი „ორიაკს“ საფუძვლიანად დაუკავშირა – 2023 წლამდე…