უეფა ფიფას ახალი საკლუბო ...უახლოეს 48 საათში ფიფა ოფიციალურად გამოაცხადებს საკუთარ გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საფეხბურთო სეზონის უვადოდ გაგრძელების შესახებ. ამის შემდეგ თავად ნაციონალურმა ასოციაციებმა უნდა გადაწყვიტონ, როდის დაასრულებენ ჩემპიონატებს.

ამას გარდა, დიდი ალბათობით, გახანგრძლივდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი, კლუბებს კი უფლება მიეცემათ, ჩემპიონატის დასრულებამდე დროებითი, ე.წ. „საშემსრულებლო“ კონტრაქტები გაუფორმონ ფეხბურთელებს, რომლებსაც ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურებათ.

ჯერჯერობით უცნობია უეფას რეაქცია ფიფას ამ ნაბიჯზე. სავარაუდოდ, ალექსანდერ ჩეფერინი ოფიციალურ განცხადებას დაელოდება და სათქმელს მერეღა იტყვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეროვნული პირველობების დასრულების ღია ვადები ევროტურნირების სტარტის ასევე ღიად დატოვებას ნიშნავს.

წილი
წინა სტატიამილანი ქომაგებს ეხმარება
შემდეგი სტატიავინ იკადრა ასეთი რამ?
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".