უპრეცედენტო და გულის ამაჩუყებელი იყო საქველმოქმედო აქცია, რომელიც იტალიურმა „მილანმა“ განახორციელა.
კლუბმა 65 წელზე მეტი ასაკის ყველა ქომაგს, რომლებსაც სეზონური აბონემენტი აქვთ, პირველადი მოხმარების პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები დაურიგა. ბენეფიციართა რაოდენობამ 2000-ს გადააჭარბა. ამას გარდა, კლუბმა მუნიციპალიტეტს 30 ლეპტოპი გადასცა დისტანციურ სწავლებაზე გადაყვანილი იმ ბავშვებისთვის, ვის ოჯახებსაც საამისო საშუალება არ გააჩნიათ.
ამ აქციის მიღმა „მილანმა“ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდს 600 ათასი ევრო შესწირა. პირადად კლუბის პრეზიდენტმა გორდონ სინგერმა მაგალითის მიცემა ითავა და ცოტა ხნის წინ მილანის სან-რაფაელეს კლინიკას ხელოვნური სუნთქვის აპარატები პირადი სახსრებით შეუძინა.