ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის 12 უდიდესი ლიგისა და შეჯიბრების კომისიონერთან და აღმასრულებელ დირექტორთან ითათბირა. თემა: პანდემია და შეწყვეტილი ტურნირები თუ ჩემპიონატები.

თათბირში მონაწილეობდნენ ამერიკული ფეხბურთის, ნბა-ს, ჰოკეის, ბეისბოლის, ფეხბურთის, ქალთა კალათბურთის, ჭიდაობის, კაცთა და ქალთა გოლფის, საბრძოლო ხელოვნებების, ავტორბოლის, ინდიკარის და ცხენოსნობის შეფები.

როგორც უმსხვილესი ტელეკომპანია ESPN ამბობს, ამ თათბირის დროს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სპორტი და რაც მთავარია მაყურებელი დარბაზებსა და სტადიონებს აგვისტოში და სექტემბერში დაუბრუნდება.

აშშ-ს პრეზიდენტს უთქვამს: „მათ დაბრუნება უნდათ. ისინი უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ გვინდა, რომ ყველაფერი რაც შეიძლება მალე აღდგეს”.