ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ თქვა, კორონავირუსით ზოგიერთი კლუბი სარგებლობს, ანუ პერსონალს ხელფასს არ უხდის და ეს ფეხბურთელთა მდგომარეობას უფრო ამძიმებსო.
„არიან ფეხბურთელები, რომლებიც დიდ თანხას იღებენ და შეუძლიათ, რომ მოიკლონ, თუნდაც 70 და 80 პროცენტი. თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ერთ თვესაც ვერ გაძლებენ უხელფასოდ. კლუბმა მათ უნდა გადაუხადოს. უკვე გამოჩნდნენ კლუბები, რომლებიც სარგებლობენ კორონავირუსით – ისინი ადრეც მონებივით უყურებდნენ ფეხბურთელებს. ზოგიერთ კლუბს, მგონი, მუდამ გრიპის პანდემია ჰგონია. არ არის საჭირო თავის გამართლებები, რადგან ფეხბურთელებს სავარჯიშოდ და საკვებად სჭირდებათ თანხა,“ – თქვა მარადონამ.
შგახსენებთ, დღესდღეობით მარადონა არგენტინული ხიმნასიას მწვრთნელია.