ოკეანის გადაღმა პირდაპირ აღმერთებენ ყოველგვარ სტატისტიკას.

ჰოდა, მოცალეობის ჟამს კალათბურთის ამერიკელმა ჟამთააღმწერლებმა NBA-ის ისტორიაში საფინალო სირენასთან ერთად ჩაგდებული ყველა ტყორცნა დათვალეს. თუმცა, ყველა არა – მხოლოდ გამარჯვების მომტანი ის ტყორცნები, რომლის შემსრულებლის გუნდიც იმ წამს ჩამორჩებოდა ან ანგარიში საყაიმო იყო. არ ჩაითვალა ტყორცნები, რომელმაც თამაში ოვერტაიმში გადაიყვანა. არ ჩაითვალა არც ის ტყორცნები, რომლის შემდეგაც ტაბლოზე თუნდაც წამის მეათედი დარჩა. ასე მაგალითად, ტიმ დანკანმა 2004 წელს „ლეიკერსს“ ფლეი ოფის მეხუთე შეხვედრაში გამარჯვებისა სირენამდე 0,4 წამით ადრე ჩაუგდო, მაგრამ სტატისტიკას არ მიეთვალა.

და ვის აქვს ყველაზე მეტი გამარჯვების ტყორცნა შესრულებული სირენის აკომპანიმენტით? რაღა თქმა უნდა, მაიკლ ჯორდანს – 9 „მკვლელი“ გასროლა.

შემდეგ მოდიან

კობი ბრაიანტი – 8 ჯო ჯონსონი – 8 პოლ პირსი – 7 ლებრონ ჯეიმსი -7 კევინ გარნეტი – 5 დუეინ უეიდი – 5 ვინს კარტერი – 5 ანდრე იგუდალა – 5 გილბერტ არენასი – 5

სულ ამგვარი ტყორცნა NBA-ის ისტორიაში 773 ყოფილა, მაგრამ ჯორდანისეულებს სხვა ფასი აქვთ.

9-დან 7 შემთხვევაში მაიკლისთვის შედეგიანი გადაცემა არ გაუკეთებიათ. ანუ, მან ბურთის ტარების შემდეგ თავად გაყვანა თავი სასროლ პოზიციაზე.

„არავის სჯერა, რომ მე ვარჯიშებზე გაცილებით მეტად ვიხარჯებოდი, ვიდრე თამაშებისას. ბევრი ვარჯიშით უნდა მიხვიდე ავტომატიზმამდე და შეიქმნა კომფორტის ზონა. თამაშის მსვლელობისას კი შენი სხეული სიტუაციიდან გამომდინარე რეაგირებს და აკეთებს იმას, რაც ძალიან კარგად იცის,” – მაიკლ ჯორდანმა საუკეთესოდ ახსნა საკუთარი განუმეორებლობის ფორმულა.