ხანგრძლივი და მქუხარე აპლოდისმენტები – „ფორმულა 1“- ის ყოფილი პრეზიდენტი ბერნი ეკლსტოუნი ოთხგზის მამობისთვის ემზადება.
ამ ამბავში გასაოცარი არაფერი იქნებოდა, ოქტომბერში უბერებელ ბერნის 90 წელი რომ არ უსრულდებოდეს. ინფორმაცია ბრიტანული გამოცემა Dayli Mail ავრცელებს და შვეიცარიულ Blick-ს იმოწმებს.
ამავე გამოცემას მოჰყავს ეკლსტოუნის თანამეცხედრის, 44 წლის ფაბიანა ფლოზის სიტყვები: „როგორც ყველა მშობელს, გვინდა, რომ ჩვენი შვილი ჯანმრთელი გაიზარდოს. ამის გარდა ერთადერთ რამეს ვუსურვებ: არასოდეს არ დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება”ფორმულა 1″-ს.
ბერნი ეკლსტოუნს ვაჟის შეძენა ეიმედება. ქალიშვილი მას უკვე სამჯერ შეეძინა და მათგან უფროსი 65 (!) წლისაა. კიდევ ორნი კი ახალ დედინაცვალზე იდნავ უცროსები (35 და 31 წლის) არიან.