
მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ხელფასი 30 პროცენტით შეუკვეცეს, სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ამ ბარიერს გადალახავს. გასულ სეზონში „ბარსელონას“ ლიდერმა ლეო მესიმ რონალდუზე მეტი იშოვა, მაგრამ საკარიერო მონაგარით პორტუგალიელი ლიდერობს, რასაც პირველ რიგში, მსუყე სარეკლამო კონტრაქტებს უნდა უმადლოდეს.
მილიარდამდე ბევრი აღარ დარჩა შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს, რომელიც 38 წლის ასაკში მეტოქეებთან და ასაკთან ერთნაირი წარმატებით იბრძვის.