საქართველო – ბელორუსის ფლეი ოფი ერთხელაც გადაიდო. უეფა შესამაბისი სამსახური დარწმუნდა, რომ კორონას ვირუსებისგან ზაფხულამდე სამყაროს დაწმენდა ვერ მოესწრებოდა და ამიტომაც მიიღო გადაწყვეტილება და ივნისის სანაკრებო პაუზა საერთოდ გააუქმა.

ერთა ლიგის ფლეი ოფების ახალი თარიღი უცნობია, თუმც კომპეტენტური ხალხი ამბობს, მატჩები შემოდგომაზე შედგებაო.

შეგახსენებთ, რომ საქართველო – ბელარუსი ჯერ 26 მარტს უნდა გამართულიყო, შემდეგ 2 ივნისი დათქვეს, ახლა კი სავარაუდოდ შემოდგომამდე გადადეს…