ლონდონის „ტოტენჰემმა“, თავისი ახალგახსნილი სტადიონი, რომელიც დაახლოებით მილიარდი გირვანქა დაჯდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე სარბიელად ითვლება, კორონავირუსის მიზეზით, სათავსოები პროდუქტების შესანახ საწყობად გადააქცია, რადგან პანდემიით დაზარალებულ ყველაზე დაუცველ ადამიანებს დაეხმაროს.

სტადიონის სათავსოები ლონდონის სამ ყველაზე დიდ დისტრიბიუტორს The Felix Project, FareShare და City Harvest-ს დაეთმობა. ისინი მთელი ლონდონის მასშტაბით მიუტანენ ადამიანებს საჭირო ნივთებსა და საკვებს.

კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წერია, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია.“

„დეზების“ პრეზიდენტმა, დანიელ ლევიმ თქვა: „როგორც კლუბი, ყოველთვის მოწოდებული ვიყავით სოციალურ პროექტებში მონაწილეობისთვის. ახლა კი ეს უმნიშვნელოვანესია. ვამაყობთ ყველა იმ ადამიანით, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სულ პატარა წვლილსაც იღებს. მიგვაჩნია, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, იმ სასარგებლო საქმეში, რასაც ჩვენი კლუბი გააკეთებს.“ – ამბობს ლევი.