ფრანგულმა გამოცემა L’Eguipe-მა პირველ გვერდზე ლიონელ მესი  სოციალისტ-რევოლუციონერ ერნესტო ჩე გევარას ფორმაში გამოსახა. სათაურიც შესაბამისია: “ლიონელ მესი. ბარსელონელი ჩე”.

ამით გამოცემა მესის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ფეხბურთელები კრიზისის განმავლობაში ხელფასის 70%-ზე ამბობენ უარს. მათი ეს ქველმოქმედება მიზანმიმართულია – სანაცვლოდ კლუბის მთელი პერსონალი კრიზისის პერიოდშიც კი ხელფასის 100 პროცენტს მიიღებს.

ამით ბარსელონელმა მილიონერებმა ერთგვარად სოციალური სამართლიანობა დაიცვეს. „საოცარია, რომ ზოგიერთი გამადიდებლის ქვეშ გვაკვირდებოდა და თითქოს ნაძალადევად გვიბიძგებდა გარკვეული ნაბიჯებისკენ. რამდენიმედღიანი დაგვიანება მხოლოდ იმის ბრალია, რომ კლუბის დახმარების ოპტიმალურ ფორმულას ვეძებდით,” – განაცხადა ლეომ.

წილი
წინა სტატიამილიარდიანი საწყობი
შემდეგი სტატიარაგბი გაკოტრდა
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".