ფრანგულმა პსჟ-მა საშინაო მაისურების სპეციალური, საქველმოქმედო ვერსია გამოუშვა. მაისურზე ტრადიციული სპონსორის ნაცვლად პრინტად ლოზუნგია დატანილი – Tous Unis (ყველა ერთად).
ამას გარდა, მარჯვენა სახელოზე დატანილია პარიზის საავადმყოფოთა ქსელის ლოგო. სწორედ ამ ქსელს, რომელიც 44 კლინიკას მოიცავს და 90 ათას თანამშრომელს აერთიანებს, გადაეცა მთელი შემოსული თანხა.
მაისურების რაოდენობა ლიმიტირებული იყო და 1500-ვე 12 საათში გაიყიდა. ერთი მაისურის ფასი 175 ევრო გახლდათ, შემოწირულობის მთელმა თანხამ კი 200 ათას ევროს გადააჭარბა.