იტალიური ბრეშას პროკურატურამ ბრალდება მოუხსნა მარიო ბალოტელის, რომელიც არასრულწლოვან გოგონაზე ძალადობასა და გაუპატიურებაში იყო ეჭვმიტანილი. ძიებამ დაადგინა: ხანმოკლე რომანი ორმხრივი თანხმობის შედეგი იყო და გოგონამ დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ უკვე სრულწლოვანი იყო.

მოგვიანებით გოგონამ, რომლის ვინაობასაც გამოძიება არ ასაჯაროებს, ფეხბურთელის შანტაჟირება გადაწყვიტა და სიჩუმის სანაცვლოდ მას 100 ათას ევროს სთხოვდა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, მარიო ბალოტელის ყველა ბრალდება მოუხსნეს. სამაგიეროდ, საქმე იმ გოგონას მიმართ აღიძრა ცილისწამებისა და გამოძალვის მცდელობის მუხლით.