„მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ კორონავირუსთან ბრძოლას 1 მილიონი ევრო შესწირა. მან ფული ბარსელონის ანხელ სოლერ დანიელის ფონდს ჩაურიცხა. ეს ფონდი ბარსელონელ ექიმთა ოფიციალურ კოლეჯთან არის მჭიდროდ დაკავშირებული.

ფონდმა, რომელიც უკვე საუკუნეა რაც არსებობს, ოფიციალური განცხადებით დაადასტურა „ბარსელონასა” და „ბაიერნის” ყოფილი მწვრთნელის ქველმოქმედების ფაქტი.

გვარდიოლას გულუხვმა შენატანმა ახალი ძალა შესძინა კომპანიას, რომლის ფარგლებშიც უკვე აგროვებული იყო 32,5 მილიონნი ევრო.

ყოფილ მენტორს მიბაძა არგენტინული და მსოფლიო ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ. მის მიერ გაღებული მილიონი, ბარსელონის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალსა და არგენტინის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრს შორის გაიყო.