იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სატელეფონო საუბარი დაგეგმეს.

სავარაუდოდ, ეს ორი პატივცემული კაცი დაუსვამს წერტილს ოლიმპიადის გადატანა-არგადატანის საკითხს.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი წლით გადადება გადაწყდება, ოლიმპიადა მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატს შეიწირავს.

მოგეხსენებათ, სამძლეოსნო მონდიალი, რომელიც თავისთავად გრანდიოზული ტურნირია, 4 წელიწადში ერთხელ იმართება.

2021 წელს ჩემპიონატს ამერიკულმა იუჯინმა 6-15 აგვისტოს უნდა უმასპინძლოს. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე განაცხადა, რომ მზადაა ორგანიზატორებთან და პარტნიორებთან ერთად ღონისძიების გადატანაზე იმუშაოს, თუკი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ერთი წლით წანაცვლება გადაწყდება.