ჟოზე მოურინიუმ დაამტკიცა, რომ ხალხის კაცია — კორონავირუსის გამო შინ ჩაკეტილი ლონდონელი მოხუცებისთვის საკვების დარიგებაში მიიღო მონაწილეობა.

„ტოტენჰემ ჰოთსპურის” 57 მწვრთნელი ორი ორგანიზაციის, Age UK-სა და Love Your Doorstep-ის  ჩრდილო ლონდონის უბან ენფილდის განყოფილებებში ჩაეწერა მოხალისედ.

წარმოიდგინეთ, სხვა მოხალისეების გაკვირვება, როდესაც გვერდით „რეალის”, „ჩელსის”, „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ინტერისა” და „პორტუს” ყოფილი თავკაცი დაინახეს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის ჩემპიონატი ჯერჯერობით ოფიციალურად 30 აპრილამდეა გაჩერებული.

ინგლისის საფეხბურთო სამყაროდან მოურინიუ ერთადერთი არ არის, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობს. მაგალითად, გარი ნევილმა და რაიან გიგზმა ჯანდაცვის სამსახურს თავიანთი სასტუმროები დაუთმეს.