ჰარუ ბაშო დასრულდა. სუმოტორებმა საბლოო შედეგი დააფიქსირეს. ქართველი ჩემპიონი, დასავლეთის მე-9 მაეგაშირა ტოჩინოშინი აღმოსავლეთის მე-18 მაეგაშირა კოტონოვაკას შეერკინა, რომელსაც დადებითი ბალანსი განაღდებული ჰქონდა (8:6), ჩვენებურს კი მინიმალური უარყოფითი ბალანსის დაფიქსირების შანსი ჰქონდა და ამ ორთაბრძოლას 6:8-ზე ბალანსით შეხვდა.

თითქოს, ეს შერკინება მარტის ბაშოზე ლევანის ფორმას გამოხატავდა. ჯანმრთელი ტოჩინოშინი სხვა დროს კოტონოვაკას შანსს არ დაუტოვებდა, თუმც ახლა ქართველი ფეხებზე მყარად ვერ დგას და მოწინააღმდეგემაც ამით ისარგებლა, უვატეჰინერის კიმარიტეთი (ილეთით) ის ადგილზე წააქცია.

ტოჩინოშინის მარტის ბაშოს შედეგი ასე გამოიყურება – 6 მოგება და 9 მარცხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაისის ბაშოზეც მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში იასპარეზებს, თუმცა ბევრად დაბალი რანგის მაეგაშირა იქნება, ვიდრე ახლაა.