ეს ამბავი კორონავირუსის გავრცელების მაგალითად გამოდგება: „პორტსმუთის” ფეხბურთელი შონ რეგეტი რესტორანში სადილობდა, როდესაც კლუბის ფიზიოთერაპევტმა ბობი ბაჩიჩმა დაურეკა და შეატყობინა, რომ მას კორონავირუსი სჭირდა. პორტსმუთელებმა მთელს გუნდს ჩაუტარეს ტესტეირება.

რეგეტი პორტსმუთიდან ჯილინგემს, დედასთან მიემართებოდა.

2 მარტს გუნდი ფეხბურთის ასოციაციის თასზე „არსენალს” შეხვდა, ამ თამაშიდან ათი დღის შემდეგ კი „არსენალის” მწვრთნელს მიკელ არტეტას covid 19 დაუდგინდა.

„პორტსმუთმა” თავისი მოთამაშეებისა და სხვა თანამშრომლების ტესტირება ორშაბათს და სამშაბათს ჩაატარა. ჯერჯერობით მისული პასუხებიდან ცნობილია, რომ ვირუსი ოთხ ფეხბურთელს სჭირს. ესენია: ჯეიმს ბოლტონი, ენდი კენონი, ჰაჯი მნოგა და რეგეტი. ძირითადი გუნდის კიდევ ათი მოთამაშის ტესტირების პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.

კლუბის აღმასრულებელმა შეფმა მარკ კეტლინმა თქვა: „სამწუხაროდ, ფეხბურთელობა ვირუსისგან დაცვის გარანტია არ არის”.

და მაინც რატომ შევიდა 26 წლის ცენტრალური მცველი პორტსმუთიდან ჯილინგემისკენ გზად მდებარე დაწესებულება The Star-ში, სადაც Hungry Horse-ის (მშიერი ცხენის) ქსელის რესტორანი ეგულებოდა? თავად ამბობს, არ ვიცოდი, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის მოწოდების შესახებ რესტორნებისა და კაფე-ბარების თაობაზეო.

რეგეტი: „გავწბილდი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ტესტი დადებითი აღმოჩნდა, რადგან საერთოდ არანაირი სიმპტომი არ მქონდა. მართლა რა საშიში რამ ყოფილა”.

შემდეგ ფეხბურთელი მანქანაში ჩაჯდა, გზას გაუდგა და მერეღა მიხვდა, რომ რესტორანში შეიძლება ხალხს გადასდო დაავადება.