დორტმუნდის „ბორუსიას“ ნორვეგიელი ფორვარდი ერლინგ ჰოლანდი ბუნდესლიგაში თებერვლის თვის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
გამოკითხვაში მან უკან მოიტოვა „ლაიფციგის“ ნახევარმცველი კრისტოფერ ნკუნკუ და „კიოლნის“ მცველი ისმაილ იაკობსი.
თებერვალში ჰოლანდმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 4 გოლი გაიტანა. ჯამში ახალბედამ „დორტმუნდის“ მაისური 11 ოფიციალურ შეხვედრაში მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 11-დან 6 შეხვედრაში ჰოლანდმა შეცვლაზე ითამაშა, რაც მის სტატისტიკას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის.