ოლიმპიური ცეცხლი უკვე ტოკიოშია და 26 მარტიდან ამომავალი მზის ქვეყნის გარშემო მოგზაურობას დაიწყებს.
ტოკიო 2020-ის სპეციალური თვითმფრინავი იაპონიის მაცუშიმას პრეფექტურის ავაიბაზაზე ადგილობრივი დროით 10 საათზე დაეშვა. გასაგები მიზეზების გამო იაპონური დელეგაცია საბერძნეთს სულ რამდენიმეკაციანი დელეგაციით ესტუმრა. ცეცხლი კი თვითმფრინავიდან იაპონიის საამაყო შვილებმა, ოლიმპიურმა ჩემპიონებმა საორი იოშიდამ და ტადიშიდო ნამურამ გამოიტანეს. ცხადია, იქვე გახლდათ იაპონიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლეგენდარული იასუჰირო იამასიტა.
ცეცხლი პირველად ტოკიო ტოკიო 2020-ის ორგკომიტეტის თავმჯდომარე მორი იოშიროს გადეცა. მარშრუტი უკვე შედგენილია, ცეცხლი 121 დღის განვალობაში იაპონიის ყველა, 47 პრეფექტურას შემოივლის და 24 ივნისს ტოკიოს ოლიმპიურ სტადიონზე აინთება… აინთება, ცხადია, თუ COVID 19-ის გამო მსოფლიოს ახალმა წესრიგმა არ შეუშალა ხელი, თუმც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, მისი პრეზიდენტი თომას ბახი და იაპონიის მთავრობა მაგრად დგანან და ოლიმპიადის გადადების საკითხს არც განიხილავენ.