… ლევან გორგაძე დოჰიოზე ტრავმის პირობებში ასპარეზობს, მის წინააღმდეგ ჰენკა უკვე ორჯერ გამოიყენეს (ერთხელ წარმატებით – იშიურა; ერთხელ წარუმატებლად – შოჰოძანი), ამჯერად გაბრაზებულმა ქართველმა კაგაიაკისთან ჰენკა თავად გააკეთა, თავდაპირველი შეჯახება აიცილა და მარტივი გამარჯვება მოიპოვა. ამ ორთაბრძოლის მოგებით, მან მაკუუჩი (უმაღლესი) დივიზიონში დარჩენა გაინაღდა.
ტოჩინოშინის ბალანსი ახლა 5 მოგება და 6 მარცხია, წინ კიდევ 4 ორთაბრძოლა გველის. ლევანმა 4-დან 3-ის მოგება მაინც რომ მოახერხოს, დადებით ბალანსს დააფიქსირებს და რეიტინგში დაწინაურდება. მისი მეტოქე ხვალ კი დასავლეთის მე-15 მაეგაშირა ჩიომარუ იქნება, რომელსაც სიცხე ჰქონდა და კორონავირუსის შიშით ჰოსპიტალიზირებული იყო, რის გამოც სამი ორთაბრძოლის გამოტოვება მოუწია და მის ანგარიშზე 5 მოგება და 6 მარცხია…