Image result for KEVIN DURANTმსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი კევინ დიურანტი თავს აქამდე მშვენივრად გრძნობდა. არანაირი სიმპტომები. მოთამაშე საკუთარ დარბაზში ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა და მოულოდნელად covid 19 აღომაჩნდა.

„გაუფრთხილდით ერთმანეთს, არ მოადუნოთ ყურადღება და დაიცავით კარანტინის წესები.  ვიფიქროთ თავზე და სხვაზე,“ – თქვა კორონავირუსის დადასტურების შემდეგ დიურანტმა.

„ნეთსის“ კიდევ სამ მოთამაშეს აქვს კორონავირუსი. ჰოდა, ბრუკლინელთა ამ პრობლემების გამო გუნდურად შეამოწმებენ „ლეიკერსსაც“. „ნეთსი“ ხომ რეგულარულის ბოლოს სწორედ ამ გუნდს შეხვდა და ამის გამო მომდევნო ორი კვირა „ლეიკერსიც“ კარანტინში იქნება.

ლებრონ ჯეიმსმა „ნეთსის“ ინფიცირებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და თქვა: „ მძიმე პერიოდია, მაგრამ მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.“

ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რა რეჟიმში იმუშავებს NBA.