ნაკაბი – ასე ეწოდება მერვე საშეჯიბრო დღეს, როცა ბაშო ეკვატორს გადის. ლევან გორგაძემ დღეს ზედიზედ მეორე, სულ კი მესამე გამარჯვება მოიპოვა. ტოჩინოშინმა ტამავაშის მავაში მოიგდო და მონღოლი იმ წამიდან უშანსოდ იყო.

ლევანს დადებითი ბალანსისთვის დარჩენილ შვიდ ბრძოლაში ხუთი გამარჯვება სჭირდება. ამოცანა ძალიან რთულია, მაგრამ არა შეუსრულებელი.

ხვალ მისი მეტოქე მიოგირიუ იქნება. აქამდე მეტოქები დოჰიოზე 24-ჯერ დასჯახებიან ერთმანეთს და ანგარიში საყაიმოა – 12:12. დღეს ტურნირიდან მოიხსნა ტიიომარუ. გუშინ საღამოს მას ტემპერატურა 38.6 ჰქონია, დილით კი 39.7 დაუფიქსირდა.

28 წლის გოლიათი შეძლებს ბაშოზე დაბრუნებას, თუ წარადგენს ცნობას, რომ სიცხე კავშირში არ არის კორონავირუსთან.

წილი
წინა სტატიაზარალი
შემდეგი სტატიაალან შირერის ბლოგი
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".