კრიშტიანუ რონალდუ ჯერაც პორტუგალიაშია და თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა.

ესპანური „მარკას“ ცნობით, რონალდუმ გადაწყვიტა, პორტუგალიაში მისი კუთვნილი რამდენიმე სასტუმრო ჰოსპიტალად გადააკეთოს და კორონავირუსთან მებრძოლ შტაბს უსასყიდლოდ დაუთმოს.

მეტიც: ექიმებს და მთელ დამხმარე პერსონალს კრიშტიანუ ხელფასს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის.