„ვესტ ჰემის“ ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბი სრული შემადგენლობით კარანტინშია. თვითიზოლაციის მიზეზი კორონავირუსის გავრცელებული საშიშროებაა. თანაც, კლუბის წარმომადგენლების უმეტესობას რამდენიმე დღის წინ COVID19-ით ინფიცირებულ მიკელ არტეტასთან ჰქონდა კონტაქტი – „ჩაქუჩები“ „არსენალს“ პრემიერლიგის 29-ე ტურში შეხვდნენ (0:1). პრემიერლიგის გათამაშება ინგლისის სხვა საფეხბურთო დივიზიონებთან ერთად შეწყდა და სავარაუდოდ 4 აპრილს განახლდება.