Image result for პოგბა პოლფლორენტინო პერესი ალბათ უარს იტყვის „მანჩესტერიდან“ პოლ პოგბას გადაბირებაზე. ამის წინაპირობა სამეფო კლუბში ფედერიკო ვალვერდეს დამაჯერებელი თამაშია. ამას გარდა, „რეალი“ აპირებს „სოსიდადში“ განათხოვრებული მარტინ ედეგორი დაიბრუნოს.

მადრიდში თვლიან, რომ ურუგვაელი და ნორვეგიელი საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველები არიან, მოედანზე დაახლოებით იგივე ფუნქციას ასრულებენ, რასაც პოლ პოგბა და თუ მწვრთნელის განკარგულებაში ორივე იქნება, პოგბაში უამრავი მილიონის გადახდა აზრს დაკარგავს.

შეგახსენებთ, რომ პოგბას შეძენა ზიდანის დაჟინებული მოთხოვნა იყო. მოგვიანებით, პოგბამ თავად გამოთქვა „ოლდ ტრაფორდზე“ დარჩენის სურვილი. მადლიერმა კლუბმა პოგბას ყოველკვირეული ხელფასის 400 ათას გირვანქამდე გაზრდის პირობა მისცა, თუმც…