☣ კორონავირუსმა უპრეცედენტო ზიანი მიაყენმა პოროფესიულ სპორტს. შეჩერებულია  ჩემპიონატები, გუნდები კარანტინში არიან წასულები, შეჯიბრები უმაყურებლოდ ტარდება. ამ წუთისთვის არავინ იცის  რა ბედი ელის წლის უმთავრეს სპორტულ მოვლენებს: ზაფხულის ოოლიმპიადას, ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ევრო 2020-ს, თუმცა მათი გადადების ალბათობა უკვე ძალიან დიდია.

🏀 დავიწყოთ კალათბურთით. რამდენიმე დღის წინ „იუტა ჯაზის“ ფრანგი კალათბურთელმა რუდი გობერმა კორონავირუსზე იხუმრა. პრესკონფერენციის შემდეგ მან მაგიდაზე დადებულ ყველა მიკროფონზე დააკაკუნა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ის და მისი თანაგუნდელი ემანუელ მუდიაი ინფიცირებულები არიან.

🏀 ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ჩემპიონატის გაურკვეველი ვადით შეჩერების შსახებ. მოთამაშეთა ნაწილი კარანტინშია, მეორე ნაწილი თვითიზოლაციაში. როგორ ჩაამთავრონ ჩემპიონატი ენბიეიში უბრალოდ არ იციან, რაკი ამ ტიპის პრეცედენტი მათ აქამდე არ ჰქონიათ. ამერიკელების შემდეგ ტურნირის შეჩერების შესახებ განცხადება საკალათბურთო ევროლიგამაც გააკეთა.

🏒 კორონავირუსის საფრთხის გამო რეგულარული ჩემპიონატი შეაჩერა NHL-მაც. ლიგის კომისარმა გერი ბეტმენმა განაცხადა, რომ მათი მიზანი, სეზონის გონივრულ ვადებში გაგრძლება, დასრულება და საუკეთესოსთვის სტენლის თასის გადაცემაა. თუმცა კომისარი ვერ აზუსტებს როდის გახდება ეს შესაძლებელი.

🏁 ხვალ და ზეგ მელბურნმა ფორმულა 1-ში ავსტრალიის გრან პრის უნდა უმასპინძლოს. პოლოტები ამის წინააღმდეგები არიან და დიდი ალბათობით რბოლა არ ჩატარდება. როგორც მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუის ჰემილტონმა განაცხადა, ის საერთოდ ვერ ხვდება რატომ არის ავსტრალიაში და რატომ არიან ავტორდომზე მაყურებლები.

🏁 ამ დროისთვის დაზუსტებულია ის, რომ მაკლარენის გუნდი რბოლას საკუთარი გადაწყვეტილებით გამოეთიშა. მაკლარენის საჯინიბოს ერთ-ერთ წევრს ვირუსი აღმოაჩნდა. სამეფო რბოლების მომდევნო ეტაპები წესით, ვიეტნამსა და ბაჰრეინში უნდა ჩატარდეს, თუმცა სავარაუდოდ, ორივე გადაიდება.

⚽ დიდი ალბათობით „ლივერპულის“ და „ატლეტიკოს“ მატჩი, რომელიც ენფილდზე შედგა, ბოლო იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში სავსე ტრიბუნების თანხლებით გაიმართა. მატჩის წინ ლივერპულელთა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა იმ გულშემატკივრებს დაუყვირა, რომლებიც აკრძალვის მიუხედავად გვირაბიდან გამოსული მოთამაშეების შეხებას შეეცადნენ.

⚽ იქამდე უმაყურებლოდ ჩატარდა პარი სენ ჟერმენის და „დორტმუნდის“ შეხვედრა. ამ მატჩზე გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე ტრანსპარანტი დატოვეს, რომელზეც ეწერა: ჩვენი ერთადერთი ვირუსი პსჟ-ია. ვარაუდობენ, რომ უახლოეს დღეებში ჩემპიონთა ლიგა საერთოდ შეჩერდება. ამ დროისთვის უკვე გადადებულია მადრიდის „რეალისა“და „მანჩესტერ სიტის“ მატჩი.

⚽ ანალოგიური სცენარით ვითარდება მოვლენები ევროპალიგაშიც. თუმცა სიუჟეტი აქ უფრო გაურკვეველია. მაგალითად, „რომა“ – „სევიალიას“ მატჩი იმიტომ ვერ ჩატარდა, რომ ესპანეთმა იტალიასთან ავიამიმოსვლა შეაჩერა. ანალოგიური მიზეზით ვერ შედგა „ინტერის“ და „ხეტაფეს“ მატჩი. ამ ფონზე უეფამ ესპანურ და იტალიურ კლუბებს შეჯიბრიდან ნებაყოფილობით მოხსნა შესთავაზა, თუმცა მათგან უარი მიიღო.

⚽ იტალიის სერია ა კი შესაძლოა წელს საერთოდ აღარ ჩამთავრდეს. იტალიური ფეხბურთის მამები ახლა რამდენიმე სცენარს განიხილავენ, მაგალითად იმას, რომ ამ მომენტისთვის პირველ ოთხ ადგილზე მყოფი გუნდები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა  ლიგაში ათამაშონ, ბოლო სამი კი სერია ბ-ეში დააქვეითონ. თუმცა ამ გადაწყვეტილებას ვერაფრით დაერქმევა სამართლიანი, რაკი სეზონის დასრულებამდე კიდევ 12 ტურია.

⚽ ესპანეთში ჩემპიონატი 2 კვირით შეწყდა, საკარანტინო რეჟმზეა გადაყვანილი მადრირის რეალის სისტემაში შემავალი ყველა სპორტსმენი, რადგან საკალათბურთო „რეალის“ ერთ-ერთ მოთამაშეს კორონავირუსი დაუდგინდა.

⚽ უმაყურებლოდ ჩატარდება გერმანული ბუნდესლიგის მომდევნო ტური. კორონავირუსი დაუდგინდა „ჰანოვერის“ ორ მოთამაშეს.

⚽ ბოლო ცნობა ინგლისიდან – კორონავირუსი დაუდგინდა ლონდონის „არსენალის“ მწვრთნელ მიკელ არტეტას. სიმპტომები აქვს „ლესტერის“ სამ ფეხბურთელს, თუმცა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას საბოლოო გადაწყვეტილება სეზონის შეჩერების თაობაზე ჯერ არ მიუღია.

⚽ 17 მარტს, თბილისის დროით 16 საათზე უეფა საერთო ევროპულ საგანგებო ვიდეო თათბირს ჩაატარებს, რომელზეც გადაწყდება რა ბედი ელის ევრო 2020-ს, რომლის მასპინძელიც, პირველად ისტორიაში, ერთბაშად 12 ქვეყანა უნდა იყოს. ცნობილია, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ტურნირის გადადების წინააღმდეგია, თუმცა რამდენად შეძლებს ის ნაციონალური ფედერაციების ზეწოლის გაძლებას, ძნელი სათქმელია.

🇯🇵 ამ დროისთვის გაურკვევლია ტოკიოს ოლიმპიადის ბედიც, მისი უმაყურებლოდ ჩატარების შემთხვევაში ზარალი სულ მცირე ერთი მილიარდი დოლარი იქნება. არის ალბათობაც რომ ოლიმპიადა ერთი ან ორი წლით გადაიდოს.

და ერთიც. იმ შემთხვევაში, თუკი საბოლოოდ გადაწყდება, რომ 26 მარტს საქართველო – ბელარუსის მატჩი უმაყურებლოდ უნდა გაიმართოს, სოციალურ ქსელში არა ერთმა გულშემატკივარმა დაწერა, რომ მზად არის, ბილეთში გადახდილი ფული სპეციალურ ფონდში გადარიცხოს.

რუდი გობერი – იდიოტი, რომელმაც NBA ჩაშალა ⤵⤵⤵