16 მარტს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, დიდი ალბათობით, წლევანდელ სეზონს დასრულებულად გამოაცხადებს.

ორივე ბუნდესლიგისთვის ბოლო 13-16 მარტს გასამართი ტური იქნება. ჩემპიონატში გამარჯვებული არ გამოვლინდება, თუმცა მეორე ბუნდესლიგიდან ერთბაშად 4 გუნდი დაწინაურდება.

შესაბამისად, 2020-2021 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში 22 გუნდი ითამაშებს. სეზონის ბოლოს მეორე ბუნდესლიგაში ოთხი გუნდი გავარდება, ერთი კი დასარჩენად მეორელიგელთან იბრძოლებს.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ამ ვარიანტს თითქმის ყველა ემხრობა. შეგახსენებთ, რომ მანამდე კარანტინი გამოცხადდა იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ჰოლანდიის ჩემპიონატებში. გუშინდლიდან ამ ჩამონათვალს საფრანგეთიც დაემატა.