მოგეხსენებათ, ევროპის ლიგის თასზე ორი იტალიურ-ესპანური მერვედფინალი ჩამოყალიბდა. „რომა“-„სევილიას“ და „ინტერი“-„ხეტაფეს“ პირველი შეხვედრები ორ ქვეყანას შორის მიმოსვლის გაუქმების გამო გადაიდო.
უეფამ გამოსავლის ძებნისას ასეთი ვარიანტიც მოიაზრა: თუ იტალიელები თავად იყტვიან უარს ტურნირში შემდგომ მონაწილეობაზე, დანარჩენი ბადის გამართვა და ჩამთავრება თუნდაც უმაყურებლოდ, მაგრამ შესაძლებელი იქნება..
უეფა დაუკავშირდა „რომასა“ და „ინტერის“ ხელმძღვანელობას, მაგრამ დაუყოვნებლივი უარი მიიღო. ამ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.