დიახ, სტადიონზე მისვლა აგვიკრძალეს და რუსების რბევისთვის ყურება ტელევიზორში გვთხოვეს, მაგრამ ვაგლახ, რომ არც ამას გვაღირსებენ…

ეს-ესაა, „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამ ორგანიზაციის ეგიდით ჩასატარებელი ყველა მატჩი გადაიდო მინიმუმ 15 აპრილამდე.

ეს ამბავი საქართველოს რაგბის კავშირშიც დაგვიდასტურეს. მიზეზები ყველასთვის ცნობილია – კორონავირუსი…