„ჩელსის” ლეგენდა ჯონ ტერი 5,5 მილიონ გირვანქად ღირებულ სახლ-კარს ყიდის. მიზეზი: ეს სახლი გაძარცვეს, რის მერეც ინგლისელი ვეტერანის მეუღლე ტონის იქ ცხოვრება ზარავს.
როდესაც ცოლ-ქმარი ზამთრის რომელიღაც კურორტზე ერთობოდა, მათ საცხოვრებელში ოთხმა მძარცველმა შეაღწია, საძინებელში მოისაქმა და ხელს 400 000 გირვანქის სამკაული გააყოლა.
39 წლის ვეტერანის (დღეს „ასტონ ვილაში” მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს) მეგობარმა თქვა: „სახლი ოჯახს იმ შემზარავ ისტორიას ახსენებს, რომელიც სურთ. რომ წარსულს ჩააბარონ და აღარ გაიხსენონ. ცოლ-ქმარი განსაკუთრებით იმან შეზარა, რომ მძარცველებმა პროტესტის ნიშნად ლოგინზე მოისაქმეს. საბრალო ტონის ეს სურათი დღემდე თვალწინ უდგას. მათ მაშინვე დაიწყეს ახალი სახლის ძებნა”.
არადა ოქსშოტში (ლონდონიდან 32 კილომეტრში მდებარე მდიდრული დასახლება, სადაც „ჩელსის” ბევრი ფეხბურთელი ცხოვრობს, რადგან აქედან გუნდის საწვრთნელ ბაზამდე 4 კილომეტრიც კი არ არის) მდებარე სახლს ექვსი აბაზანა, საცურაო აუზი და ეზოში განცალკევებული სამზარეულო აქვს.
მძარცველები „არსენალის” ფანები იყვნენ. ისინი დაიჭირეს და ჯამში 27 წელზე მეტი მიუსაჯეს. თურმე, ტერის ინსტაგრამიდან გაუგიათ ოჯახი სახლში რომ არ იყო. ვეტერანს დაუპოსტავს, როგორ ხალისობს თხილამურებზე.
სახლ-კარში, რომელსაც დღეს 5,5 მილიონად ყიდის, თავის დროზე ჯონ ტერიმ 2,5 მილიონი გადაიხადა. ოდესღაც ის ცნობილ შოტლანდიელ მეგოლფე კოლინ მონტგომერისაც ეკუთვნოდა.