შეთავაზება რეალურია. კლუბის აქტივები 100 მილიონ დოლარს აღწევს, თუმცა ამას 145-მილიონიანი ვალი ფარავს…

ზამთარში კლუბი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, სანაცვლოდ კი ერთიც არ მიუღიათ. საუბარი ჩინურ „ტიანცზიანზეა“, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ფაბიო კანავარო-მწვრთნელმა ბრინჯაოს მედლები მოაგებინა. გუნდის მაისურით ალეშანდრე პატო და აქსელ ვიტცელი ბურთაობდნენ, „კიოლნში“ 2018 წელს გაპარულ ფრანგ ანტონი მოდესტთან კი სასამართლო დავა დღემდე გრძელდება.

სახუმაროდ ნამდვილად არაა საქმე. ერთ-ერთი უმსხვილესი საფეხბურთო (სპორტული) ბაზარი, ფაქტობრივად დახურულია და პანიკამ კი მსოფლიოს სპორტული ინდუსტრია მოიცვა.

ხვალ?