იაპონური ოსაკას ედიონ-არენაზე დახურულ კარს მიღმა გაიხსნა გაზაფხულის ბაშო.

ტოჩინოშინი რეიტინგში კიდევ უფრო დაქვეითებული შეხვდა ტურნირს. ერთ დროს ოძეკი ლევან გორგაძე მხოლოდ მე-9 მაეგაშირაა.

მისი პირველი მეტოქე მე-11 მაეგაშირა სადანოუმი იყო და ქართველი ვერას გახდა.

ხვალ მისი მეტოქე მე-11 მაეგაშირა ტიოტაირიუ იქნება. წინა 10 შეხვედრაში ლევანმა 8-ჯერ გაიმარჯვა და ეგებ ახლაც იყოჩაღოს…