ნიდერლანდური ფეხბურთის მამების გადაწყვეტილებით, ახალგაზრდულ ლიგაში რამდენიმე ახალი წესის ტესტირება მოხდება. მათ შორის უმთავრესი ხუთია:
– აუტიდან ბურთის შემოტანა ხელის ნაცვლად ფეხით იქნება შესაძლებელი
– ჯარიმის გათამაშებისას ფეხბურთელს შეეძლება, საკუთარ თავს დაუგოროს ბურთი და გააგრძელოს თამაში
– ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში ფეხბურთელს დროებით გააძევებენ დაახლოებით ისე, როგორც რაგბიში ან ჰოკეიში ხდება
– შეცვლების რაოდენობა შეუზღუდავი იქნება
– სათამაშო დროის ფიქსირების წესი შეიცვლება და არ ჩაითვლება დრო, როცა ბურთი თამაშს მიღმა იყო
თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, უეფა მორიგ ტესტირებას უფროსთა ლიგებში გამართავს.